რა არის სხეულის ენა

სხეულის ენა არის არავერბალური კომუნიკაცია ანუ კომუნიკაცია სიტყვების გარეშე. ეს არის პროცესი, უსიტყვო შეტყობინებების გაგზავნის და მიღების.
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით ჩვენ ერთმანეთთან ყოველდღიურად ვამყარებთ კავშირს.
ჩვენი კომუნიკაციის დროს 45% პროცენტი არის ვერბალური (სიტვვები-7%; ხმის ტონი, ტემბრი -38%) და 55% პროცენტი არავერბალური ( სხეულის მოძრაობები, სახის მიმიკები).
სხეულის სხვადასხვა ნაწილის მეშვეობით, მათი მოძრაობით, სახის მიმიკებით, თვალების მოძრაობით, სხეულის პოზით, სივრცის დაკავებით და ჟესტებით შესაძლებელია წავიკითხოთ ადამიანის ფიქრები, აზრები, ემოციები და გრძნობები.