კალათა

ინფორმაცია კომპანიის შესახებ


შ.პ.ს. „ჯიჯი სტარ“ - გიორგი გიორგაშვილი არის საქართველოში რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია, რომელიც ხელს უწყობს და ეხმარება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეს, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მიიღოს ემპირიული ცოდნა, შეიძინოს ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც მას პირად,საოჯახო, სოციალურ, საჯარო, ბიზნესს ურთიერთობებში დაეხმარება და გაუმარტივებს მას საკუთარი თავი შეიცნოს, დასახულ მიზნებს სწრაფად მიაღწიოს და ოცნებები აიხდინოს.

კომპანიის მთავარი ღირებულება გახლავთ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თავისი ცოდნით ეფუძნება უმაღლესს ღირებულებებს ( სიყვარულს, კეთილსინდისიერებას, თანასწორობას, ტოლერანტობას) და რომელსაც საკუთარი საზოგადოების განვითარებაში წვლილი შეაქვს.

კომპანია „ჯიჯი სტარ“ 2015 წელს დაფუძნდა გიორგი გიორგაშვილის მიერ, რომელიც არის ავტორი 7 წიგნის. მისი პირველი წიგნი „სხეულის ენა და აზრების წაკითხივს ხელოვნება“, იმ წელსვე გახდა საქართველოში ყველაზე გაყიდვადი წიგნი და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამას მოჰყვა კიდევ სხვა საინტერესო წიგნები.

ამჟამად, გიორგი გიორგაშვილი აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, წერს წიგნებს, ატარებს მასტერ-კლასებს, უწევს კონსულტაციებს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია სხეულის ენით, ეფექტური კომუნიკაციებით, ფსიქოლოგიით, ფენ-შუით, ფილოსოფიით, ლიდერობით.

მას წაკითხული აქვს ლექციები და ჩატარებული აქვს ტრენინგები საქართველოში, ამერიკაში, უკრაინაში, ჩინეთში, მექსიკაში, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე კერძო კომპანიებში.

ამჟამად კომპანიის ძირითადი პლათფორმა გახლავთ:

https://ggstar.ge/ https://www.facebook.com/www.bodylanguage.ge/ და https://www.tiktok.com/@giorgigiorgashvili22 სადაც განთავსებულია მისი მასტერ-კლასები, ლექციები, ვიდეოები და ინფორმაცია წიგნების შესახებ.